რეზონანსი
06.02.2025

საერთაშორისო ტრეფიკინგის, სავარაუდო, სქემა საქართველოში - უცხოური მედიის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში, სასტუმროში, ჩინეთის მოქალაქეებს გამოკეტილი ჰყავთ ტაილანდელი ქალები, რომლებიც იძულებით ჩართული არიან არალეგალური სუროგაციის ქსელში.

კერძოდ, ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს აიძულებენ ჩააბარონ კვერცხუჯრედები, ქსელიდან გასვლის შემთხვევაში კი გამოსასყიდს ითხოვენ. ირკვევა, რომ ტაილანდის მოქალაქე 100-მდე ქალები საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს ჩინეთის მოქალაქეებმა და ისინი თვეების განმავლობაში დატყვევებული ჰყავთ. სქემის შესახებ ჟურნალისტებს სამშობლოში დაბრუნებულმა რამდენიმე მსხვერპლმა მოუყვა.

სუროგაციის ცენტრის არსებობას ადგილზე მცხოვრებლებიც ადასტურებენ. მეზობლები ამბობენ, რომ ხშირად ხედავენ აზიური გარეგნობის ქალებს - როგორც ორსულებს, ისე ბავშვიანებს. ცენტრის არსებობას ადასტურებენ თავად სასტუმროში მცხოვრებლებიც, თუმცა ტრეფიკინგის ფაქტს უარყოფენ.

"ამ შენობაში არის სუროგაციის ცენტრი და ჩვენც აქ ვცხოვრობთ. ზუსტად არ ვიცი რამდენი გოგო არის ამ სასტუმროში - დაახლოებით 20 გოგოა. რაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია არის ტყუილი. ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიძალებია, თვითონ უნდათ სუროგაცია. რამდენიმე გოგომ აიღო თანხა და როგორც კი აიღეს, გაიქცნენ ტაილანდში. ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას", - თქვა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ხსენებულ სასტუმროში ცხოვრობს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძება - შსს-ს ცნობით, გამოიკითხა 70-მდე უცხო ქვეყნის მოქალაქე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×