რეზონანსი
06.02.2025

აშშ-ის მოკავშირეები ელიან, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების შესახებ გეგმას მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაქვეყნებს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასრულების გეგმას, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი წარადგენს.

Bloomberg-ი წერს, რომ გეგმის მოსალოდნელ ელემენტებს შორისაა კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება, ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.

ცნობისთვის, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×