რეზონანსი
26.01.2025

კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა, მას შემდეგ, რაც ის 2017 წელს აირჩიეს.

გაზეთ Journal de Dimanche-ში გამოქვეყნებული Ifop-ის გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის მუშაობა დადებითად, მხოლოდ გამოკითხულთა 21%-მა შეაფასა.

მისი პოპულარობა კიდევ უფრო დაბალია, ვიდრე ეს იყო 2019 წელს „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობასთან დაპირისპირების დროს, როდესაც ყოველკვირეული მაკრონის წინააღმდეგ გამართული პროტესტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.

მაკრონის რეიტინგი ნოემბერში 22%-ს შეადგენდა, კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად კი, პრეზიდენტის რეიტინგი კიდევ უფრო შემცირდა, რაც ახალი ანტირეკორდია მისთვის.

გამოკითხულთა 35% პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა, 45% კი ძალიან უკმაყოფილოა. პრეზიდენტის მუშაობას დადებითად მხოლოდ 21% აფასებს.

რაც ყველაზე შემაშფოთებელია, დეკემბრის გამოკითხვის შემდეგ, მაკრონის პოპულარობა ხანდაზმულებსა და პენსიონერებს შორის 10%-ით შემცირდა. მაკრონისთვის ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, რადგან მისი ამომრჩევლების დიდი ნაწილს, სწორედ ხანდაზმულები და პენსიონერები წარმოადგენენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×