რეზონანსი
26.01.2025

ვაშაძესაც და „ნაცმოძრაობასაც“ თავის ზურაბიშვილიანად ერთი გამოსავალი აქვს, რომ ჩამოსცილდნენ პოლიტიკას და შემდეგ უნდათ პლატფორმა შექმნან, უნდათ თავიანთი პარლამენტი, უნდათ კარვები, რაც უნდათ ის შექმნან, ამაში სრულად თავისუფალი არიან. შემდეგ დაირქვან ზოგმა პრეზიდენტი, ზოგმა პრემიერი, რაზეც ოცნებობს ვაშაძე, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ საქართველოს და მსოფლიოს დღის წესრიგი აბსოლუტურად შეცვლილია.

„რასაც ამბობდა ვაშაძე, ზურაბიშვილი და გვარამია, აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამბობს ამერიკელი ხალხი და მისი პრეზიდენტი, ევროპული საზოგადოება, მათი ხელმძღვანელობა და საქართველოს საზოგადოება. ისინი არიან მდინარის ნაპირზე გარიყული და ახლა იქ პლატფორმას შექმნიან, ახალ პარლამენტს და ახალ პრემიერს აირჩევენ, ეს მათი ნებაა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „გამოსავალი საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნაა, მინდა, ყველა პარტიას, მათ შორის ქალბატონ სალომესაც ვუთხრა, რომ არ არის იმის გარჩევის დრო, ვინ რომელი პარტიიდანაა“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×