
უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ასობით თავდასხმა გადაიტანა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, რუსებმა გამოიყენეს დაახლოებით 1 250 საავიაციო ბომბი, 750-ზე მეტი თავდასხმის დრონი და 20-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა.
„მხოლოდ გამბედაობას შეუძლია შეაჩეროს ასეთი ტერორისტები. მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები და შევამციროთ რუსეთის უნარი, განახორციელოს უკრაინის ტერორი", - წერს ზელენსკი.
მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების შესაძლებლობები ჰქონდეს, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება, ნავთობის ფასის დაწევა, ერთიანობით მოქმედება და ადამიანების სიცოცხლის გაბედულად დაცვა.