
რობერტ ფიცო ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. მიზეზი, სლოვაკეთში გამართული აქციების მხარდაჭერაა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და საპროტესტო აქციის ფოტოზე დაწერა - "ბრატისლავა არ არის მოსკოვი. სლოვაკეთი ევროპაა".
ფიცო ზელენსკის ამ ქმედებას არაადეკვატურ ჩარევას უწოდებს და ამბობს, რომ ის უკრაინის ლიდერთან შეხვედრას, ჯერჯერობით, აღარ აპირებს.
მანამდე, სლოვაკეთის პრემიერმა თქვა, რომ მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეთა მესამედი უკრაინელია, "რომლებიც სლოვაკეთის ხელისუფლების წინააღმდეგ არიან".
საპროტესტო აქციები ლოზუნგით "სლოვაკეთი ევროპაა" გუშინ, 30-მდე ქალაქში გაიმართა.