რეზონანსი
26.01.2025

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ. კომენტარი გააკეთა სამი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროსაბჭოს ასამბლეის პრეზიდენტისა და საპარლამენტო ფრაქციებისთვის მიწერილ წერილზე.

„რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია ქართული სახელმწიფოს ოპოზიციაა და არა „ქართული ოცნების“. მათ შორის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით მათი განცხადება და წერილი არის ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ეს ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს ახალი მანდატით არჩეულ „ქართულ ოცნებასთან“. მე დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია ყველაფერს გააკეთებს, რომ დაარწმუნოს ჩვენი პარტნიორები, რომ ასეთი გადაწყვეტილება მომგებიანი არ იქნება“, - აცხადებს ბოჟაძე.

სტრასბურგში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დებატები იხსნება. დღის წესრიგშია საქართველოს საკითხიც.

როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×