რეზონანსი
26.01.2025

სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, თეა გოდოლაძემ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან "მთის ამბებთან" ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დაპატიმრების საფრთხის გამო მიიღო.

"ციხეში ჯდომით ბევრს ვერაფერს შევცვლი. გარედან გავაგრძელებ ბრძოლას. გაცილებით მეტი ვიცი და გაცილებით მეტი შემიძლია, ვიდრე ჰგონიათ", - თქვა გოდოლაძემ.

როგორც "მთის ამბები" წერს, შოვის ტრაგედიის შემდეგ გოდოლაძის წინააღმდეგ "ქართულმა ოცნებამ" საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გარდა ამისა, სასამართლომ გოდოლაძის ყოფილი პარტნიორი მის მიმართ ძალადობის საქმეში გაამართლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×