
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირებისთვის. ამის შესახებ მან მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გაზის ტრანზიტის საკითხი განიხილა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ალიევთან მოლაპარაკებების დროს აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის უკრაინული ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხი განიხილეს, თუკი ეს ევროპას დასჭირდება.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია ხელი მოაწეროს ყველა საჭირო კონტრაქტს გაზის ექსპორტისთვის, თუ „მოვისმენთ სიგნალს“ ევროპიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან.
ინფორმაციისთვის, 1-ელ იანვარს უკრაინამ რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა.