რეზონანსი
25.01.2025

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილსა და პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს თანამდებობებზე დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ გაერო მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასთან შემდგომ თანამშრომლობას.

აღნიშნული ინფორმაცია ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა არ გააშუქეს.

რატომ არ მოხვდა ოპოზიციური არხების დღის წესრიგში გაეროს გენერალური მდივნის განცხადება და აღნიშნულ კითხვას „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსს ნანა ინწკირველი პასუხობს.

მისი თქმით, ის, თუ რომელი ინფორმაცია გავა ეთერში, კერძო კომპანიის არჩევანია:

„რა შეკითხვაა ეს, ვერ გავიგე... თქვენს კომპეტენციაში არ შედის მიკარნახოთ, მე რა გავაკეთო. კერძო კომპანია რასაც უნდა, იმას გააკეთებს, იმას გააშუქებს. ჯერ ერთი, დღეს დასვენების დღეა ჩემთვის, მერე მეორე, პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიღებ იმაზე, რა გაშუქდა ნიუსში. დამოუკიდებელ ტელეკომპანიას შეუძლია გააკეთოს ის, რაც უნდა“, - აღნიშნა ინწირველმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუკი პროდიუსერისთვის დასვენების დღეა, სხვა სიახლეები რატომ შუქდება, ინწკირველი პასუხობს:

„საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰკითხეთ... ჩვენ რასაც გვინდა იმას გავანიუსებთ. ამ ამბავს ხვალ ან ზეგ გავანიუსებ... თქვენ ხომ მკითხეთ რატომ არ გავაშუქე? ჩემი პასუხია თქვენს შეკითხვაზე, კერძო კომპანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას რა გააშუქოს და რა არ გააშუქოს. თქვენი მხრიდან სწავლება ჟურნალისტიკის საფუძვლების მიუღებელია ჩემთვის“, - აღნიშნა ინწკირველმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×