
ქართული ღვინო, ტრადიციული კერძები და ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ადგილები - მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ეროვნულმა სტენდმა არაერთი ადამიანის ყურადღება მიიქცია. ევროპის შუაგულში, მადრიდის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის სტუმრებმა ქართულ სამზარეულოს და 8 ათასწლიანი ისტორიის მქონე ღვინოს გემო გაუსინჯეს, მოიწონეს და საქართველოში სტუმრობის სურვილიც მალევე გაუჩნდათ.
გამოფენა 153 ქვეყანას და 10 ათასამდე კომპანიასა აერთიანებს. მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმსხვილესი ავიაკომპანიების, საერთაშორისო მარკეტინგული დაჯავშნისა და ტურისტული პლატფორმების ლიდერებთან მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს პოპულარიზაცია და, ტურისტული ნაკადებს გაზრდის მიზნით, სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
შეხვედრები გამართეს კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც. უცხოელ კოლეგებთან ერთად, 2025 წლის გეგმები, ახალი პროექტები და ერთობლივი მიზნები განიხილეს.
მადრიდის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას 153 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. FITUR-2025-ის დასრულების შემდეგ, საქართველოს დელეგაცია ესპანეთის დედაქალაქში, მსოფლიოში ყველაზე დიდ გასტროკონგრესში მიიღებს მონაწილეობას. ქართველი შეფ - მზარეულები ქართულ სამზარეულოს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სტუმრებს გააცნობენ.