რეზონანსი
25.01.2025

თბი­ლის­ში გუ­შინ 26 წლის ახალ­გაზ­რდა სას­ტი­კად მოკ­ლეს. ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვილს 23 წლის ბიჭ­მა ჯერ ბლაგ­ვი საგ­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნა, შემ­დეგ მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სის მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან გა­და­აგ­დო და გვამს ცე­ცხლი წა­უ­კი­და.

შემ­ზა­რა­ვი და­ნა­შა­უ­ლი ვაშ­ლი­ჯვრის და­სახ­ლე­ბა­ში მოხ­და. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თბი­ლის­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა უკვე წა­რუდ­გი­ნა.

მოკ­ლუ­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ და­ნა­შა­უ­ლი ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბარ­მა ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მო­ტივ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლ.ტ.-ს გუ­შინ აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

ლე­ვან ჯან­გუ­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ლ.ტ.-ს ად­ვო­კა­ტი ლე­ვან ზაქ­რა­ძე:

„მქონ­და მას­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა, ის დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს, ინ­ტერ­ვი­უს უფ­ლე­ბა არ მო­უ­ცია. თუმ­ცა რო­გორც გა­ვარ­კვიე, ამ ბავ­შვს ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ნამ­კურ­ნა­ლე­ბია და დღემ­დე მკურ­ნა­ლობს. ვერც მის ვი­ნა­ო­ბას გე­ტყვით, არც ამის უფ­ლე­ბა მო­უ­ცია, თუნ­დაც უსაფრ­თხო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რე­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბი არა­ვინ იცის და იმ­დენ სი­სუ­ლე­ლეს წე­რენ ფბ-ზე...

ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ცნო­ბი­ლია, უბ­რა­ლოდ, არ მაქვს მისი გამ­ჟღავ­ნე­ბის უფ­ლე­ბა. ჯერ ისიც არ არის დად­გე­ნი­ლი, ვისი გვა­მია ნა­პოვ­ნი, ტე­ლე­ვი­ზი­ით კი გაჟ­ღერ­და, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბია საქ­მე­შიო, მაგ­რამ მე მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს, ჯერ არა­ფე­რია მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის სა­ხით. ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის პა­სუხს. მე რო­გორც ვიცი, დე­დას აუ­ღეს დნმ და გვა­მი­და­ნაც აი­ღებ­დნენ ნი­მუ­შებს. ჩა­ა­ტა­რონ გა­მო­ძი­ე­ბა, ჩვენც, დაც­ვის მხა­რე ვი­მუ­შა­ვებთ და ვნა­ხოთ, რა გა­მო­იკ­ვე­თე­ბა."

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×