რეზონანსი
25.01.2025

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინის საკითხზე აშშ-თან მოლაპარაკებების გასამართად, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტი სამთავრობო არხთან აკეთებს.

კრემლის ლიდერის თქმით, ის შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ამერიკის ადმინისტრაციიდან ამის მზაობა იქნება. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ასევე ამბობს, რომ უკრაინაში კრიზისის თავიდან აცილება ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში, საწყის ეტაპზევე იქნებოდა შესაძლებელი.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი აშშ-ს ადმინისტრაციასთან კონტაქტებზე და ჩვენი ბრალი არ არის, რომ წინა ადმინისტრაციამ უარი თქვა ამ კომუნიკაციაზე. აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტთან ყოველთვის მქონდა საქმიანი, პრაგმატული და სანდო ურთიერთობები. არ შემიძლია არ დავეთანხმო ტრამპს იმაში, რომ 2020 წელს პრეზიდენტი რომ თავად ყოფილიყო მაშინ, შესაძლოა, არ ყოფილიყო კრიზისი უკრაინაში, რომელიც წარმოიშვა 2022 წელს.

ჩვენ მზად ვართ ამ მოლაპარაკებებისთვის უკრაინის თემაზე, მაგრამ არის საკითხებიც, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, მოგეხსენებათ, კიევის რეჟიმის ამჟამინდელმა მეთაურმა გამოსცა ბრძანება მოლაპარაკებების აკრძალვაზე. როგორ შეიძლება ახლა მოლაპარაკებების განახლება, თუ ისინი აკრძალულია?

უკეთესი იქნება, შევხვდეთ, მშვიდად ვისაუბროთ აშშ-სა და რუსეთის საერთო ინტერესებზე. ჩვენ მზად ვართ. მაგრამ ვიმეორებ - ეს, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე," - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×