
„ახალ თეატრთან“ მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტი გაიმართა. მსახიობებმა და რეჟისორებმა საპროტესტო მანიფესტზე განაცხადეს, რომ “ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში, რათა აქციებზე დაკავებულთ გათავისუფლების მოთხოვნით ხმა ყველას მიაწვდინონ.
აღნიშნულ საკითხს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და აღნიშნა: „სიმართლე გითხრათ არ მინახავს. ალბათ, ჩვეულებრივ ისეთივე შოუ იქნებოდა, რასაც ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში – უნიჭო, არაფრის მომცემი.“
ამ განცხადება მსახიობი ნინო კასრაძე გამოეხმაურა და ქალაქის მერს უპასუხა:
„ვერაფერს შევცვლით და ვაიძულებთ, შეიძლება ასეც იყოს და მოეჩვენოთ, რომ უნიჭო და არაფრის მომცემი იყო. ეს არ არის პრობლემა. ჩვენ ამას შეჩვეულები ვართ. ვმუშაობთ, მივაკლავთ თავს, მერე ვიღაც მოვა და იტყვის, ეს რა უნიჭობა არისო. ეს აბსოლუტურად არ გვაშინებს, მთავარია, რომ ჩვენ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს ნაცნობ და უცნობ მეგობრებსა და თანამოაზრეებს, რომლებიც ახლა ციხეში სხედან და მნიშვნელოვანია ხალხთან კომუნიკაცია, რომ გავაგებინოთ, ჩვენი სიმართლე“, – აღნიშნა ნინო კასრაძემ „პალიტრასთან“ საუბრისას.