რეზონანსი
24.01.2025

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა. მოქალაქეები 58-ე დღეა პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

მათი განცხადებით, მოქალაქეების მთავარი მოთხოვნა სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა გათავისუფლება, ასევე, საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნაა.

„58 დღეა სამართლიან არჩევნებს ვითხოვთ, ამ ბრძოლას მნიშვნელოვანი მოთხოვნა დაემატა, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს.

დაიჭირეს მოქალაქეები, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. ადამიანები, რომლებიც საპატიმროებიდან გამოვიდნენ, არა შეშინებულები არამედ, უფრო მეტი მუხტით და ბრძოლის ჟინით არიან ჩვენთან ერთად", - აცხადებენ შეკრებილები.

საპროტესტო აქციას ჟურნალისტები მარშით შეუერთდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×