რეზონანსი
23.01.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა მისი წინამორბედის პოლიტიკა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში მისი ინაუგურაციის შემდეგ „საღი აზრის რევოლუცია" დაიწყო.

შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ონლაინ-რეჟიმში სიტყვით გამოსვლისას, ტრამპმა აღნიშნა, რომ „ეს იყო მართლაც ისტორიული კვირა შეერთებულ შტატებში".

„ის, რისი მოწმეც მსოფლიო გასული 72 საათის განმავლობაში გახდა, არაფერია, თუ არა საღი აზრის რევოლუცია. ჩვენი ქვეყანა მალე გახდება უფრო ძლიერი, მდიდარი და ერთიანი, ვიდრე ოდესმე ყოფილა და მთელი მსოფლიო იქნება უფრო მშვიდობიანი და აყვავებული ამ წარმოუდგენელი იმპულსის შედეგად", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×