რეზონანსი
23.01.2025

 უკრაინაში ომის დასრულებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ტერიტორიების დათმობას შეიცავს. ამის შესახებ სტატიას ბრიტანული „ტაისი" აქვეყნებს.

გაზეთის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის სისრულეში მოყვანა დიდი ალბათობით ტერიტორიებზე უარის თქმის გარეშე ვერ მოხდება. ეს კი უკრაინისთვის შესაძლოა მთლიანი ტერიტორიის მეხუთედის დე ფაქტო დათმობას ნიშნავდეს.

ამის სანაცვლოდ კი კიევი დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს. სტატიაში ასევე წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, ახლა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ომის დასრულებისთვის უფრო რეალისტურ ვადას - რამდენიმე თვეს ასახელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×