რეზონანსი
21.01.2025

თურქეთის კურორტზე, სასტუმროში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამოძიების ფარგლებში ოთხი ადამიანი დააკავეს, მათ შორის სასტუმროს მეპატრონე, – თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საქმეს ხუთი პროკურორისგან შემდგარი ჯგუფი ექსპერტთა ხუთწევრიან კომისიასთან ერთად იძიებს.

ამასთან, კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, მეჰმეთ ნური ერსოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სასტუმროს ჰქონდა სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატი.

თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში ხანძარს 66 ადამიანი ემსხვერპლა, 51 კი დაშავდა. ხანძარი 11-სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულზე გაჩნდა. 161-ნომრიანი სასტუმროში 234 დამსვენებელი იმყოფებოდა.

სასტუმრო მთის ფერდობთან არის განლაგებული, რამაც საგანგებო სამსახურებს ცეცხლის ჩაქრობა და სამაშველო ოპერაცია გაურთულა. სტუმრები ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან თავის დაღწევას ფანჯრებიდან ცდილობდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×