
მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი ადმინისტრაციული სანქცია დამადოთ,- ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისი თქმით, 9 იანვარს ის და მისი მეგობარი, მსახიობი ანა ტყებუჩავა კაფედან აქციაზე იმ დროს მივიდნენ, როცა რუსთაველის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო.
ძირითადად, იქ გვიან მივდივარ ხოლმე, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ ვსარგებლობ, დაკვირვებამ აჩვენა, რომ ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, ისინი მალე ტოვებენ იქაურობას და ჩანაცვლების ინსტინქტი გამომიმუშავდა. იმ დღეს, მე და ანა [ტყებუჩავა] მანამდე კაფეში შევხვდით ერთმანეთს, ყავა დავლიეთ სხვა მეგობრებთან ერთად, ვისაუბრეთ და იქიდან გამოსულები უკვე გადაკეტილ რუსთაველს შევუერთდით.
ჩემი გააზრებული პოზიციით, ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაწილი ნაწამებია, იმ უსამართლობის გამო ვდგავარ, რაც ჩვენს ქვეყანაშია. საზოგადოების უფრო მეტ ყურადღების ცენტრში ვარ ხოლმე და ვცდილობ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდო. შეიძლება მიმბაძველობითი იყოს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდები ხოლმე, არ მახსოვს, რომ ჩემთან სამართალდამცველი მოსულიყო და მითითება მიეცა, მე მგონია, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის წინაშე და არ ვარ ღირსი, რომ ადმინისტრაციული წესით სანქცია დამადოთ“, -განაცხადა ქაჯაიამ.
ბაჩო ქაჯაიას სასამართლო პრეოცესი ამ წუთებში მიმდინარეობს, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.