რეზონანსი
21.01.2025

თურქეთში, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე, ალი იერლიკაიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.

ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.

ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×