რეზონანსი
20.01.2025

რუსთავი-გარდაბნის გზაზე, სოფელ ბირლიკთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. "ინფო რუსთავის" ცნობით, ერთმანეთს "ჟიგულის" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახა, რის შედეგადაც 19 წლის ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ხოლო დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, მათთან შეყვანილი 30 წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×