რეზონანსი
19.01.2025

რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება „ჰამასის" მიერ ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას.

"რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ამ წამისთვის. მადლობა რომ დაბრუნდით.

როგორი ემოციური და ძალის მომცემი დღეა. ჩვენ ყველა განვიცდით ემოციების სრულ სპექტრს - ცრემლები ეკრანების წინ, დაუსრულებელი მოლოდინი, დიდი იმედი და ღრმა შეშფოთება მათ მიმართ, ვინც ჯერ არ დაბრუნებულა.

ჩვენ არ გავჩერდებით და არ დავნებდებით - სანამ ყველა არ დაბრუნდება", - წერს ელჩი „ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, დღეს „ჰამასმა" სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. ისრაელის განცხადებით, სამი მძევალი უკვე ქვეყნის ტერიტორიაზეა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×