რეზონანსი
19.01.2025

„შენი გაც­ნო­ბის დღი­დან წა­მი­თაც არ შემ­პარ­ვია შენ­ში ეჭვი! გი­ლო­ცავ, მე­რაბ - შევ­ხვდე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში", - წერს UFC-ს ჟურ­ნა­ლის­ტი, „ნინა დრა­მა" და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მებ­რძოლ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს.

დღეს, UFC-ის ქარ­თველ­მა ჩემ­პი­ონ­მა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა ქა­მა­რი და­იც­ვა. სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ის და­ღეს­ტნელ უმარ ნურ­მა­გო­მე­დოვს და­უ­პი­რის­პირ­და. 5-რა­უნ­დი­ა­ნი და­ძა­ბუ­ლი ბრძო­ლა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის უპი­რა­ტე­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პირ­ვე­ლი რა­უნ­დი გარ­და­მა­ვა­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა და მებ­რძო­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა გაც­ვა­ლეს, მსგავ­სად წა­რი­მარ­თა მე­ო­რე რა­უნ­დიც. მე­სა­მე რა­უნდში მე­რა­ბის უპი­რა­ტე­სო­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, დვა­ლიშ­ვილ­მა და­ღეს­ტნე­ლი მე­ტო­ქე ორ­ჯერ პარ­ტერ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, მსაჯ­თა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა მო­ი­პო­ვა და სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა.

ვინ არის ქალი, რო­მე­ლიც ხში­რად ჩნდე­ბა მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის გვერ­დით და ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი სარ­ძლოს ეძა­ხი­ან?

ნინა მარი და­ნი­ე­ლი, ცნო­ბი­ლია რო­გორც „ნინა დრა­მა", ის ჟურ­ნა­ლის­ტი და UFC-ს პრო­მო­უ­ტე­რია, რო­მე­ლიც ქმნის სხვა­დას­ხვა გა­სარ­თობ კონ­ტენტს MMA-ს შე­სა­ხებ. ის და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბა­ში მე­გობ­რე­ბი არი­ან და მათ ერ­თად ჩა­წე­რეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც ვარ­ჯი­შო­ბენ. როცა მე­რაბმ შონ ო მა­ლის და­ა­მარ­ცხა, ნი­ნამ და­წე­რა: „შენ არ ხარ ნორ­მა­ლუ­რი. შენ ჩემ­პი­ო­ნი ხარ. ყვე­ლას და­უმ­ტკი­ცე, რომ ცდე­ბოდ­ნენ".

ნინა მარი და­ნი­ე­ლი ამე­რი­კე­ლი მო­დე­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის ინფლუ­ენ­სე­რი და კონ­ტენ­ტის შემ­ქმნე­ლია. იგი და­ი­ბა­და 1988 წლის 27 დე­კემ­ბერს, ნიუ-იორკში. ნი­ნამ კო­ლე­ჯში ის­წავ­ლა კრე­ა­ტი­უ­ლი წერა. მო­დე­ლო­ბა და­ი­წყო 2011 წელს და 2017 წლის აპ­რილ­ში გახ­და Playboy-ის მო­დე­ლი. ამ­ჟა­მად, ნინა ცხოვ­რობს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და აქ­ტი­უ­რად ქმნის კო­მე­დი­ურ ვი­დე­ო­ებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით TikTok-ზე და Instagram-ზე აქ­ტი­უ­რობს, სა­დაც მას მი­ლი­ო­ნო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს.

რა აკავ­ში­რებს მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­თან?

ნინა მარი და­ნი­ე­ლი ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს UFC-ის მებ­რძო­ლებ­თან, მათ შო­რის მე­რაბ­თან. მათ ერ­თად შექ­მნეს რამ­დე­ნი­მე ვი­დეო, სა­დაც მე­რა­ბი ნი­ნას ას­წავ­ლის საბ­რძო­ლო ხე­ლოვ­ნე­ბის ტექ­ნი­კებს, რაც სა­სა­ცი­ლო სა­ყუ­რე­ბე­ლია. ეს ვი­დე­ო­ე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის ნა­წი­ლი ფიქ­რობს, რომ ნი­ნა­სა და მე­რაბს შო­რის რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რაც სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

მე­რა­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძი­რი­თა­დად აქ­ვეყ­ნებს პოს­ტებს, რომ­ლე­ბიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მის სპორ­ტულ კა­რი­ე­რას­თან და სა­ი­დუმ­ლოდ ტო­ვებს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლებს.

„ნინა დრა­მა" UFC-ის სამ­ყა­რო­ში 2022 წლი­დან გა­მოჩ­ნდა და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და სა­ხა­ლი­სო სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნი­ნას სტი­ლი კო­მე­დი­ა­სა და მარ­ტივ, მსუ­ბუქ მიდ­გო­მა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, რაც UFC-ის სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის კონ­ტენტს ახ­ლე­ბურ ელ­ფერს სძენს.

მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი ხში­რად იუ­მო­რი­თა და სპორ­ტსმე­ნებ­თან გა­და­ღე­ბუ­ლი კო­მი­კუ­რი სცე­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნი­ნას კო­მე­დი­უ­რი მიდ­გო­მა გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს, და მისი კონ­ტენ­ტი ხში­რად ვირუ­სუ­ლად ვრცელ­დე­ბა, რაც UFC-ის სე­რი­ო­ზულ და დი­ნა­მი­ურ გა­რე­მოს უფრო სა­ხა­ლი­სო ელე­მენტს მა­ტებს. ამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით მან MMA მე­დი­ის სამ­ყა­რო­ში სა­კუ­თა­რი უნი­კა­ლუ­რი ნიშა და­ი­კა­ვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×