რეზონანსი
19.01.2025

შეერთებულ შტატებში სოციალური პლატფორმა TikTok-ი აკრძალვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე გაითიშა.

აპლიკაციაში გამოქვეყნებულია შეტყობინება აშშ-ის მომხმარებლებისთვის, სადაც ნათქვამია, რომ ამოქმედდა კანონი, რომელიც TikTok-ს კრძალავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროისთვის მის გამოყენებას ვერ შეძლებენ.

"ჩვენდა საბედნიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა მიუთითა, რომ ის ჩვენთან ერთად იმუშავებს TikTok-ის აღდგენის გადაწყვეტაზე, როგორც კი თანამდებობას დაიკავებს", - აღნიშნულია შეტყობინებაში.

მომხმარებლების განცხადებით, აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომი აღარაა Apple Store-სა და Google Play Store-ზე.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თანამდებობის ოფიციალურად დაკავების შემდეგ TikTok-ის აკრძალვას, დიდი ალბათობით, 90-დღით გადაავადებს.

შეგახსენებთ, ჯო ბაიდენმა აპრილში ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმადაც TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance-ს პლატფორმა არაჩინური კომპანიისთვის უნდა მიეყიდა, ან აპლიკაცია აშშ-ში 2025 წლის დასაწყისიდან უნდა აკრძალულიყო. გადაწყვეტილების მიზეზი იყო ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ByteDance-ი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. კერძოდ, კონგრესმენები შიშობდნენ, რომ ByteDance-ს მომხმარებლის მონაცემები, შესაძლოა, ჩინეთის მთავრობისთვის გაეზიარებინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×