
რამდენიმე საათი დარჩა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე. მთელი მსოფლიო დონალდ ტრამპის ფიცის მოლოდინშია.
ახლა, ვაშინგტონში ცერემონიის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.
ვაშინგტონში უკვე ჩაფრინდა თავად დონალდ ტრამპი, რომელიც დღეს მხარდამჭერებს შეხვდება და პოსტ-საინაუგურაციო ღონისძიებას დაესწრება. მთავარი ცერემონია კი ხვალ, კონგრესის შენობაში გაიმართება.
ამერიკის ბოლო პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია ასევე კონგრესში გაიმართა, რონალდ რეიგანი იყო. 1985 წელს ცერემონიის დახურულ სივრცეში გამართვა მაშინაც და ახლაც უამინდობის გამო გადაწყდა.
ტრამპი ფიცს, ამერიკის დროით, 12:00 საათზე დადებს, ამის შემდეგ კი ამერიკის 47-ე პრეზიდენტი საინაუგურაციო სიტყვას წარმოთქვამს.