რეზონანსი
18.01.2025

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც სოლიდარულია თითოეული პატიმრის მიმართ - ასე იწყება წერილს მსახიობი.

"სოლიდარობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული და ევროპული გამოხატულებაა, რომელიც ძალის და ენერგიის მომტანია. ევროპა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, სწორედ ქრისტიანული კულტურის ცენტრია. ერთი და იგივე ფასეულობებზე დგას ეს ყველაფერი და ეს პროპაგანდით ვერ შეიცვლება. დღეს რაც ქვეყანაში ხდება წინა ხელისუფლების სისტემური მემკვიდრეობაა და იმ  ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს. მაშინაც იღებდა ხმას ღირსეული ხალხი, დღესაც იღებს და ხვალაც ამოიღებს. 

ადამიანის უფლებების დარღვევაში ხმის ამოღებას „პერიოდი“ არ სჭირდება. სახელის დარქმევა ფაქტებზე ყველაფრისთვის კარგია პიროვნულადაც, პოლიტიკაშიც და ზოგადად ყველაფერში. 

განსაკუთრებულად არავის გამოყოფა არ მინდა, იმდენად დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა იგრძნობა, მაგრამ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელოვნებლო სფეროს წარმოამდგენლებს ასეთი ერთიანობისთვის და შეუპოვრობისთვის, სტუდენტებს გარეთ და უნივერსიტეტებში, რომლებიც იქ იძინებენ და იღვიძებენ. 

მთვრობებს ხშირად ავიწყდებათ, რომ ხალხის დაქირავებული არიან და არა პირიქით. ერთ ადამიანს აქვს პრობლემა? ვალდებულები ხართ მოუსმინოთ და აზრი გაითვალისწინოთ. ერთი რჩევა კიდევ, მარკუს ავრელიუსის „ფიქრები“ მაგარი წიგნია, გამოგადგებათ, ა ხო, კიდე, თავისუფლების აღკვეთაც პირობითია 

სიბრძნეს, პატიოსნებას და მორალურ სიმაღლეზე დგომას რეჟიმი მხოლოდ ამ წიგნით ვერ ისწავლის, მაგრამ იქნებ დაფიქრდეს მაინც", - წერს ანდრო ჭიწინაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×