
ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ - ჟერმენის" ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ,მან კლუბის ტელევიზიას პირველ ინტერვიუ მისცა.
"ამ მაისურით თამაში ჩემთვის დიდი პატივია. მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. დიდი სიამაყეა, ოცნებების ასასრულებლად ერთად ვიბრძოლებთ. ძალიან ბედნიერი ვარ. ამაში პროექტმა დამარწმუნა. ვიცი, რისი მიღწევა უნდა კლუბს და როგორ მუშაობენ ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის შესაფერისია. აქ დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ და როდესაც გადმოსვლის შესაძლებლობა მომეცა, განსაკუთრებით არ მიფიქრია".
კვრაცხელიამ, გუნდის მთავარ მწვრთნელზე ლუის ენრიკეზეც ისაუბრა.
"ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ვიცი, მისგან ბევრს ვისწავლი და მიხარია, რომ ჩემი მწვრთნელი იქნება", - აღნიშნა ქართველმა თავდასხმელმა.
23 წლის ფეხბურთელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა თუ რის გამო გადავიდა "პსჟ"-ში.
"მსურს ახალი გამოცდილება მივიღო, ოცნებები ავისრულო, განვვითარდე, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მაქსიმალურად დავეხმარო. აღმფრთოვანებელია. დიდი მიზნების მისაღწევად აქ ყველაფერია, რათა ახალგაზრდამ პროგრესირება განაგრძოს. მინდა მათ უახლოეს ხანში შევხვდე და ერთად განვიცადოთ დიდი ემოციები. ძალიან მიხარია, რომ ქომაგებს შევუერთდები და მალე შეხვედრამდე!", - ამბობს ნაკრების გოლიადორი.