რეზონანსი
17.01.2025

განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა და ხაზი გაუსვა აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობას.

„დღეს გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-10 სხდომა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატი ორ ქვეყანას შორის, რომელსაც ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრები ორივე მხრიდან და მასში მონაწილეობა მივიღეთ მინისტრებმა, სხვადასხვა სექტორული მიმართულებებით. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ორ ქვეყანას შორის არის. აღინიშნა, რომ ჩვენი ურთიერთობები უმაღლეს ნიშნულზეა, თუმცა არის პოტენციალი, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ თანამშრომლობა განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, რაც კიდევ მეტ შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყნებს, საუკეთესოდ შეასრულონ ის როლი, რაც აქვთ რეგიონში. განვიხილეთ ყველა ის მნიშვნელოვანი პროექტი, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, უფრო ფართო რეგიონისთვის. კიდევ უფრო მჭიდროდ გავაგრძელებთ ურთიერთობას, რათა გაძლიერდეს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლი იმ სატრანზიტო პროექტებში, რომელიც უკვე დაგეგმილია და რომელიც მომავალში შეიძლება დაიგეგმოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×