რეზონანსი
16.01.2025

ჩვენთვის პროკურატურაზე უფრო მნიშვნელოვანია მტკიცებულებები, რაც ჩვენ და დამკვირვებლებმა ვიხილეთ და ის ანგარიშები და შეფასებები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა დადეს, მათ შორის, ეუთო/ოდირმა, - ასე აფასებს „სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე საქართველოს პროკურატურის შუალედურ დასკვნას არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმესთან დაკავშირებით.

როგორც დოლიძემ „პალიტრანიუსის" გადაცემაში „თავისუფალი სტუდია" აღნიშნა, იმას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი ამტკიცებს ფაქტი - „არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული არჩევნები".

„რაც არ უნდა თქვას „ქართული ოცნების" ნებისმიერმა წარმომადგენელმა, რომ ეუთო/ოდრიის ანგარიში იყო კარგი, პირიქით, ეს იყო ერთ-ერთი უმძიმესი ანგარიში, შესაბამისად, აქ არის საკმარისზე მეტი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. ამას ამტკიცებს ისიც, რომ დღეისათვის არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ აქვს აღიარებული ეს არჩევნები და უკვე ბევრმა სახელმწიფომ ახსენა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ განცხადებები", - განაცხადა დოლიძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყანაში რომ არსებობდეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, მნიშვნელოვანი იქნებოდა მსგავსი გამოძიება, დღეს კი გამოძიების მიმართ ნდობა დაბალია.

„სამწუხაროდ, საქართველოში საგამოძიებო ორგანოების მიმართ ნდობა დღეს უკიდურესად დაბალია. ვხედავთ, რომ სახელმწიფო უწყებებში აღარ დარჩა არც ერთი დამოუკიდებელი უწყება და ყველა ემსახურება „ქართულ ოცნებას". შესაბამისად, არ ვიცი დასკვნას როგორი ნდობა ექნება, ამასთან, ეს არის შუალედური დასკვნა და ვნახოთ როგორი იქნება საბოლოო დასკვნა, თუმცა მე პირადად არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს გამოძიება იმას იტყვის, რაც არჩევნების დროს ხდებოდა.

რაც შეეხება აპარატების ნაწილს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული კითხვები, რომ აუდიტის პროცესი, რომელიც ჩატარდებოდა, უნდა ყოფილიყო ღია და ჩვენი ჩართულობით. რეალურად გვენახა, რომ აპარატების მუშაობა და მასში ჩატვირთული სიებით შესაძლებლობა ხომ არ იყო ერთი და იგივე ადამიანი სხვადასხვა სიაში გააქტიურებულიყო ან ამოიბეჭდა თუ არა ის სია რეალურად და ა.შ. ამ კითხვებზე

ჩვენ არ გაქვს პასუხები. რადგან ჩვენ ამ პროცესს არ ვესწრებოდით, ნდობა არ გვაქვს", - განაცხადა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×