რეზონანსი
16.01.2025

სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლებს ოპოზიცია და მესამე სექტორი ხვდება. უკვე ერთი საათია ისინი ყოფილი პრეზიდენტის ოფისში იმყოფებიან. მონაწილეების განცხადებით, განიხილავენ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ახალი არჩევნების დანიშვნის მიზნით.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციას კონკრეტული ამოცანა აქვს და ეს ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.

"გვაქვს კონკრეტული ამოცანა - ახალი არჩევნები. ყველა საკითხი, რაც სამუშაო რეჟიმში საჭიროა, ამ საკითხზე ვთანამშრომლობთ", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში ერთად დგას, ხოლო მათი საუბარი შეეხება სწორედ ამ საკითხებს, თუ როგორ უნდა გააგრძელონ სამომავლო თანამშრომლობა.

"ვიქნებით ერთიან ხაზზე, არჩევნების მოთხოვნის ნაწილში, მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლების ნაწილში. საუბარი, შეეხება იმ მეთოდებს, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×