
ლაშა გაბიტაშვილი, რომელსაც ივანიშვილის დეპუტატები, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თავს დაესხნენ, სავარაუდოდ, აბუ-დაბის იზოლატორიდან გამოუშვეს.
ინფორმაცია თავდაპირველად, გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით, ჯგუფის დაიტოვე დამფუძნებელმა ნენსი ვოლანდმა გაავრცელა.
მოგვიანებით, რადიო თავისუფლებამ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ გაბიტაშვილი თავისუფალია, ასევე უშვებენ სხვა პირებსაც, მათ შორის, სანიკიძეს და ზარქუას. ყველა მათგანი 14 იანვრიდან პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
რადიო თავისუფლება წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება", იქამდე კი არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ.