რეზონანსი
16.01.2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მიმართულება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების საკითხს.

მხარეებმა შეხვედრაზე წარმოებებში დასაქმების, ბაზრების დივერსიფიცირებისა და ფასების რეგულაციების საკითხებზე იმსჯელეს.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსთვის კერძო სექტორის მხარდაჭერა პრიორიტეტია. დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან, მწარმოებლებთან შეხვედრებზე განიხილება ყველა გამოწვევა და გადაწყვეტილებები შეჯერებული მოსაზრებების საფუძველზე მიიღება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×