რეზონანსი
16.01.2025

ყოფილი პოლიტპატიმრის დაჩი ცაგურიას თქმით, „ნაცმოძრაობის“ გასამართლების თემით მათი აქტივისტები ხშირად სპეკულირებენ „აქამდე რატომ არ გაასამართლეთო“. მისი შეფასებით, დღეს ქვეყანას აქვს იმის სუვერენიტეტი, რომ დანაშაულს დანაშაული დაარქვან და გარე ძალები ამაში ვერ ჩაერევიან.

„ახლა რა ამბავიც არის ატეხილი და გადაფარებული, რომ არის თქვენზე ვისი აგენტებიც ხართ, ვისი გავლენაც ამ ქვეყანაზე არსებობს ეგენი გიცავდნენ თქვენ და მაგიტომ არ გასამართლდნენ. დღეს ჩემს ქვეყანას აქვს სუვერენიტეტი იმის, რომ დანაშაულს დანაშაული დაარქვას და მადლს მადლი. და იმ ქვეყნებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გიზით კეზერაშვილი, რომ გიზით ადეიშვილი და ევროპარლამენტში დაათრევთ ამ ხალხს და ჭკუას ეკითხებით, მაგ ხალხმა გაამწარა საქართველოში ხალხი, სული ამოხადა. ღამის 4 საათზე იღვიძებდა მთელი საქართველო და ვისაც რა ქონება გააჩნდა ნიფხვით მირბოდნენ „მოდულის“ შენობაში და ადეიშვილის და ვანო მერაბიშვილის ნათესავებს და სააკაშვილის ბებია მზიას ჩუქნიდნენ ხოლმე ქონებას. კეზერაშვილმა ომში გაგვიძარცვა ქვეყანა. სააკაშვილის დედა, რომელ ფულსაც გიხდით ლობისტურ კამპანიებში, რომ მერე საქართველოზე უბედურებები წეროთ, აი, ეგ ფული ომში გაძარცვული ფულია, რომელიც სააკაშვილის დედამ 2008 წლის 14 აგვისტოს „გეპეის“ კორპუსები გადაიფორმა, ასობით მილიონების ქონება გადაიფორმა ომის დროს. 

ვის გვერდით დგახართ ხალხო, მაგათ სჭირდებით საზარბაზნე ხორცად. თქვენ რუსთაველზე დროშებ მოფარებული, რომ დარბიხართ სწორედ ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ მშვიდად ხართ და კაციშვილი ხმას არ გცემთ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×