რეზონანსი
15.01.2025

ისრაელმა და "ჰამასმა" ცეცხლის შეწყვეტაზე, მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელელ, არაბ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებში ჩართული პირველი პირი გახდა, ვინც საჯაროდ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე.

"ახლო აღმოსავლეთში მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმება გვაქვს. ისინი მალე გათავისუფლდებიან. მადლობა!" - წერს ტრამპი.

ერთ-ერთი არაბი დიპლომატის ცნობით, აშშ, კატარი და ეგვიპტე შეთანხმების მიღწევის თაობაზე მალე გაავრცელებენ ერთობლივ განცხადებას. მოგვიანებით, კატარის პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანი პრესკონფერენციას გამართავს დოჰაში, რომელზეც შეთანხმების დეტალებს გააჟღერებს.

მოგვიანებით, "ჰამასის" ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის წარმომადგენელმა, ბასემ ნაიმმა დაადასტურა ტერორისტულ დაჯგუფებასა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე შეთანხმების მიღწევა.

 

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×