რეზონანსი
14.01.2025

 ჩინეთის პრეზიდენტთან შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აცხადებს.

ამასთან, როგორც ანტონიო კოშტა აღნიშნავს, ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან.

„კონსტრუქციული სატელეფონო საუბარი მქონდა დღეს პრეზიდენტ სი ძინპინთან. შევთანხმდით, რომ ევროკავშირისა და ჩინეთის ერთობლივი მუშაობა გლობალური პრობლემების გადასაჭრელად იქნება დადებითი სიგნალი მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის გლობალურ მშვიდობას. ხაზი გავუსვი ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობას. ევროკავშირი და ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს დაბალანსებული და დაფუძნებული თანაბარ სათამაშო პირობებზე. 2025 წელს ორმხრივი ურთიერთობების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მოუთმენლად ველოდები ევროკავშირისა და ჩინეთის მომავალ სამიტს ბრიუსელში ამ წლის ბოლოს", - დაწერა ანტონიო კოშტამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×