რეზონანსი
14.01.2025

 როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის, - ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას.

„როდესაც საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, პოლიციის მაღალჩინოსანზე ხელის გარტყმა მხოლოდ ხულიგნობის მუხლით განსახილველი არ არის - სასამართლომ გადაწყვეტილება იმ შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო, რომლის შინაარსი გულისხმობს ამას: - არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ინტენსიურად ცდილობს დესტაბილიზაციის ატმოსფერო შექმნას, შეინარჩუნოს, პოლიციელს შეურაცხყოფა არა მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების, არამედ კონკრეტული მიზნით მიაყენოს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

„ბათუმელების" დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×