რეზონანსი
14.01.2025

 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის დელეგაცია საქართველოშია. დღეს მათ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართეს. შეხვედრები ასევე დაგეგმილია ოპოზიციასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისია დასკვნას ერთი კვირის ვადაში გამოაქვეყნებს.

„შეხვედრებზე განვიხილავთ მიმდინარე პროცესებს, გარემოს, რაშიც ახლა საქართველო იმყოფება, რა პროგრესი განიცადა საქართველომ, რა ტიპის ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟია და ა.შ. ასევე გვექნება პარტნიორული,გულწრფელი საუბარი", - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×