
ყველაზე გულდასაწყვეტი ის არის, რომ ლორა თორნტონს და კონგრესმენ ჯო უილსონს საერთოდ არ აინტერესებთ მე და თქვენ რას ვლაპარაკობთ, ჩვენი მსმენელი ამას როგორ აფასებს და არ აინტერესებთ ქართული საზოგადოება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
„არის გარკვეული ამოცანა, რომ როგორმე ეს ქვეყანა შეირყეს და სამხრეთ კავკასიაში გვქონდეს ისეთი ვითარება, როდესაც ხელისუფლებაში იქნებიან ისინი, ვინც ფულს იხდის გარკვეული პროპაგანდისთვის. აშშ-ს კანონში არის აღწერილი ვინ რა ლობიზმისთვის იხდის თანხას, მაგრამ პოლიტიკური ამოცანა ინერციით, მიუხედავად ახალი არჩევნებისა, დღემდე გრძელდება.
რასაკვირველია ფაშინიანი იყო ირანში, ამისთვის შენიშვნას კი არ ვაძლევთ. სამეზობლოა, ძალიან რთული ვითარება აქვს აზერბაიჯანთან სომხეთს, ირანი მხარს უჭერს სომხეთს. ამ პროცესებში შეიძლება ისეთი შედეგები მივიღოთ, რომელიც სამხრეთ კავკასიაში დიდ ცეცხლს ააგიზგიზებს.
პრო რუსული პოლიტიკა, ან რუსულ ორბიტაზე გასვლა ეს ხომ სისულელეა. რას ნიშნავს, 20% ოკუპირებულია ტერიტორია ისიც იმ ხალხის გამო, რომელიც დღეს ამ განცხადებებს აკეთებს, რომ თითქოს პრო რუსულია პოლიტიკა. ჩინეთთან მიმართებაში ხომ ყველამ ვიცით, რომ ახლა იყო ფინეთის პრეზიდენტი და დიდი სამთავრობო ჯგუფით, 15 სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი და კიდევ ბევრმა სხვა ქვეყანამ.
ახლა დახურეს ტელევიზიები, ეს ყველა ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების პერიოდში გაიხსნა. გვახსოვს რას ჰგავდა მედია. ყველაფერი დაქვემდებარებული ჰქონდათ, მხოლოდ იმედი ვერ დაიმორჩილეს და იმასაც გადაუარეს ძალით. ამდენი მედიასაშუალება რაც არის საქართველოში რეგიონული თუ ცენტრალური, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. დღეს თანამომხსენებელთა ჯგუფი რომ ჩამოდის მათთვის სპეციალურად დადგეს. ეს ტელევიზიები, ახლა ვინც გათიშა მაუწყებლობა არავის არაფერს ეკითხებიან, საკუთარი წრე ჰყავთ და საქართველოს საზოგადოება ინფორმაციიდან ჰყავთ გათიშული.
ჩვენ იმედი გვაქვს, იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობასაც და ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ოდესმე შეიძლება საგარეო კურსი შევცვალოთ. არ იცვლება საგარეო კურსი, ისევე როგორც ელექტრონული არჩევნები არ ყალბდება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.