რეზონანსი
14.01.2025

შვეიცარია, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არ დააკავებს, თუ ის ქვეყანაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან შესახვედრად ჩავა. ინფორმაციას გამოცემა „თაიმსი“ ავრცელებს.

შვეიცარია მზად არის უმასპინძლოს უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე ამერიკისა და რუსეთის ლიდერების სამიტს. ამასთან, შვეიცარია რომის სტატუსის ხელმომწერია და იურიდიულად ვალდებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაექვემდებაროს.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის პირველმა დიპლომატმა ნიკოლა ბიდომ განაცხადა, რომ შვეიცარიის მთავრობას, სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შემთხვევაში, გამონაკლისის დაშვების უფლებამოსილება აქვს.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი ჰააგის სისხლს სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2023 წელს გასცა. პუტინი ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულების ჩადენაში. კერძოდ კი რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიებიდან უკრაინის მოქალაქეთა, კონკრეტულად კი ბავშვების დეპორტაციაში. მექსიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას ცნობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×