რეზონანსი
14.12.2024

მაკო გო­მუ­რის ინ­ტერ­ვი­უს, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე მის­ცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა.

„მე, რო­მელ­მაც გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბის დროს თვა­ლი დავ­კარ­გე, ახლა აქ­ცი­ა­ზე მას­თან ერ­თად მი­წევს დგო­მა... რა­ტომ არ შე­უძ­ლია რი­გით მო­ქა­ლა­ქეს პრინ­ცი­პე­ბი დათ­მოს?!" - განაცხადა მაკო გომურმა „ambebi.ge"-სთან.

აღ­ნიშ­ნულ ფრა­ზა­ზე აქ­ტი­ვის­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თა გან­მარ­ტე­ბა. მისი თქმით, ეს სა­კუ­თა­რი ბრძო­ლა არაა, რომ პი­რად პრინ­ცი­პებ­სა და სურ­ვი­ლებს იყოს აყო­ლი­ლი

„არ ვიცი, მა­ინც გა­უ­გე­ბა­რი რა­ტომ დარ­ჩა ბევ­რის­თვის, ამი­ტომ გან­ვმარ­ტავ: აქ პა­ტი­ე­ბა/არ პა­ტი­ე­ბა­ში არაა საქ­მე. ყო­ველ­თვის, დღე­საც და ხვა­ლაც მენ­დო­მე­ბა სა­მარ­თლი­ან პი­რო­ბებ­ში გა­სა­მარ­თლდეს და და­ი­სა­ჯოს კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი ვი­საც წვლი­ლი მი­უ­ძღვის ყვე­ლა მომ­ხდარ­ში - იყო ეს 17 წლის წინ, 5 წლის წინ თუ ხდე­ბა ეს დღეს.

თუმ­ცა დღეს ეს ჩემი სა­კუ­თა­რი ბრძო­ლა არაა, რომ ჩემს პრინ­ცი­პებს, ჩემს სურ­ვი­ლებს ვიყო აყო­ლი­ლი. ამ აქ­ცი­ებს ან ყვე­ლა­ფერს უკვე რა­საც ვა­კე­თებთ და გა­ვა­კე­თებთ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი, ნა­ცე­მი, და­ჭე­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია. იმ 18-20 წლის ბი­ჭე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია ცი­ხის გი­სო­სებს მიღ­მა 9-10 წელი რომ გვრჩე­ბა, მე­დი­ის ნა­ცე­მი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია, ჩემი სახე-დამ­ტვრე­უ­ლი მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლი ჰქვია, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ში­ნე­ბუ­ლი შვი­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი ჰქვია და არ ვიცი, კი­დევ რა ჩა­მოთ­ვლის.

მე და ნა­თია ლე­თო­დი­ანს სულ არ გვე­ხა­ლი­სე­ბა იმ ად­გი­ლას ყოფ­ნა, სა­დაც გა­ხა­რია და მისი გუნ­დიც დგას, მაგ­რამ სა­ჭი­როა ახლა, იმ ბავ­შვე­ბის გამო მა­ინც, ვისი ერ­თა­დერ­თი იმე­დი ჩვენ ვართ ახლა. ასე­ვე მე­დი­ებს: ალა­პა­რა­კეთ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სხვა ხედ­ვე­ბი და გეგ­მე­ბი აქვთ, სხვა იდე­ე­ბი ამ ბრძო­ლა­ში. ნუ გაქვთ ჩა­კე­ტი­ლი ეთე­რე­ბი, მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ხედ­ვე­ბის ადა­მი­ა­ნებს ნუ ასა­უბ­რებთ. 5 წლის უკან ლუკა სი­რა­ძის ამ­ბავ­ზე ხელ­ში აღე­ბუ­ლი აგუ­რე­ბი არ უნდა დაგ­ვე­ყა­რა ძირს, იქ­ნებ დღეს აქამ­დე არ მოვ­სუ­ლი­ყა­ვით" - წერს სოციალურ ქსელში მაკოგომური.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×