რეზონანსი
14.12.2024

13 დე­კემ­ბრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დი გა­უ­ა­რეს­და, თოვ­ლი მო­ვი­და რო­გორ თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნე­ბის ნა­წილ­ში.

უღელ­ტე­ხილ­ზე თოვს და ნის­ლია. იქ მყოფი მო­ქა­ლა­ქე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"რი­კოთ­ზე წა­მოს­ვლას მო­ე­რი­დეთ, სა­ცო­ბია, საწ­მენ­დი მან­ქა­ნე­ბი ვერ და­დი­ან რომ გაწ­მინ­დონ. სატ­ვირ­თო­ე­ბი გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი ვართ არ გვიშ­ვე­ბენ და პა­ტა­რა მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბაც შე­ფერ­ხე­ბუ­ლია. თუ სა­ბუ­რა­ვი არ გი­ვარ­გათ, ნუ გა­რის­კავთ წა­მოს­ვლას!"

ბათუმში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, სხვადასხვა ქუჩაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა.

თუნუქის ნარჩენები, კორპუსის ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა და დააზიანა.

უა­მინ­დო­ბის გამო გაუქ­მდბა 14 დე­კემ­ბერს აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­დან და­სავ­ლე­თის­კენ და და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვა­ლი სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლე­ბის რე­ი­სე­ბი. რო­გორც რკინიგზის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ბი­ლე­თის სა­ფა­სუ­რი მგზავ­რებს სრუ­ლად აუ­ნა­ზღა­ურ­დე­ბათ და რკი­ნიგ­ზის სა­ლა­რო­ებ­სა და კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის სა­ლა­რო­ებ­ში 10 დღის ვა­და­ში.

14 დე­კემ­ბრის ამინ­დის პროგ­ნო­ზი ქა­ლა­ქე­ბის მი­ხედ­ვით:

გაგ­რა 2° - მზი­ა­ნი

სო­ხუ­მი 3° - მზი­ა­ნი

ზუგ­დი­დი 4° - უმე­ტე­სად მზი­ა­ნი

მეს­ტია -10° - მზი­ა­ნი

ფოთი 5° - წვი­მა

ბა­თუ­მი 4° - თოვ­ლი

ოზურ­გე­თი 3° - თოვ­ლი

ქუ­თა­ი­სი 3° - უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

ამ­ბრო­ლა­უ­რი -2° - მზი­ა­ნი

ახალ­ცი­ხე -4° - თოვ­ლი

ბორ­ჯო­მი -7° - თოვ­ლი

ბა­კუ­რი­ა­ნი -10° - თოვ­ლი

გორი -3° - უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

ცხინ­ვა­ლი -4° - უმე­ტე­სად მზი­ა­ნი

სტე­ფან­წმინ­და -13° - უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

გუ­და­უ­რი -16° - უმე­ტე­სად მზი­ა­ნი

​თე­ლა­ვი 0° - მზი­ა­ნი

რუს­თა­ვი 2° - მზი­ა­ნი

თბი­ლი­სი 0° - უმე­ტე­სად ღრუბ­ლი­ა­ნი

ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×