რეზონანსი
13.12.2024

ციურიხში, ფიფა-ს ოფისში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფების წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩების შედეგად, ვილი სანიოლის გუნდი მესამე კალათაში იყო განთესილი.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა:

1. ესპანეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული, 2. თურქეთი, საქართველო, 4. ბულგარეთი.

წილისყრის შედეგად შეიქმნა 12 ჯგუფი, საიდანაც ექვსი ხუთგუნდიანია, ექვსიც - ოთხგუნდიანი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირ გავა მუნდიალზე, ხოლო მეორეადგილოსნები (12 ნაკრები) პლეი ოფში ითამაშებენ, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები შეუერთდება, რომლებიც ჩვეულებრივ შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებს ვერ დაიკავებენ.

ხუთგუნდიანი ჯგუფები შესარჩევ ეტაპს 2025 წლის მარტში დაიწყებენ, ოთხგუნდიანები კი - სექტემბერში. საკვალიფიკაციო ეტაპი ნოემბერში დასრულდება, პლეი ოფის მატჩები კი 2026 წლის მარტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩები 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით აშშ-ის, მექსიკისა და კანადის 16 ქალაქში გაიმართება და მასში მონაწილეობას 48 ნაკრები მიიღებს.

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქები:

აშშ (11) - ატლანტა, ბოსტონი, დალასი, ჰიუსტონი, კანზას სიტი, ლოს ანჯელესი, მაიამი, ნიუ იორკი, ფილადელფია, სან-ფრანცისკო, სიეტლი;

მექსიკა (3) - გვადალახარა, მეხიკო, მონტერეი;

კანადა (2) - ტორონტო, ვანკუვერი.

ფინალს 2026 წლის 19 ივლისს ნიუ იორკი უმასპინძლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×