რეზონანსი
13.12.2024

მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყველაფერს არღვევდა, თუკი რაიმე მორალური ნორმა არსებობდა, არ უთქვამს ეგეთი რამ, რაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მაინც მე ვიქნები პრეზიდენტიო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ამას იმიტომ ამბობს, რომ მძიმე ემოციური ფონი აქვს.

„სალომე ზურაბიშვილმა თავად თქვა, რომ მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ვინც არ უნდა აირჩიონო, მხოლოდ საჩემოდ შეიძლება შეიცვალოს და მუდამ მე უნდა ვიყოო. როგორც ავტორიტარულ ქვეყნებშია, ფაქტობრივად, ეს გამოუვიდა. ძალიან საინტერესო იქნება მის მიერ სკამზე ჩაბღაუჭების მომენტი. წარმოუდგენელი ამბავია. მიხეილ სააკაშვილს, რომელიც თუკი რაიმე ნორმა, მორალური ნორმა არსებობდა, ყველაფერს არღვევდა, არ უთქვამს ეგეთი რამ, რომ მე რომ ვადა გამივა, მაინც მე ვიქნებიო, მაინც მე ვარო, ეგეთი რაღაც სააკაშვილს არ უქნია. იმდენად მძიმე ემოციური ფონი აქვს ზურაბიშვილს, რომ ამას ამბობს. თან აგენტურული ოპოზიცია მის ამ ნათქვამს მიჰყვება. შეფასებაც ალბათ ზედმეტია", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×