რეზონანსი
12.12.2024

ოპოზიცია რიგით მეორე შეხვედრას მართავს. კონსულტაციები „ექსპო ჯორჯიაში“ მიმდინარეობს, რომელსაც სამი ოპოზიციური პარტიის: „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებიან.

როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, „ძალისხმევა არის მიმართული, რომ ოპოზიციის მხრიდან მოხდეს კოორდინაცია“.

მისი თქმით, ოპოზიციას ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - ხელახალი არჩევნების ჩატარება და დაკავებულების გათავისუფლება.

„ჩვენი ძალისხმევა არის მიმართული, რომ ოპოზიციის მხრიდან მოხდეს კოორდინაცია. ეს არის მეორე შეხვედრა უკვე. თქვენ იცით, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, სადაც თავდასხმა და ასევე სპეცოპერაცია ჩაატარეს, თქვენც იყავით ამის ეპიცენტრში, მოხდა ის, რომ შექმნა საინფორმაციო ცენტრი. ახლა გვექნება ასევე საუბარი, რომ რეალურად შევქმნათ ის პროცესი, სადაც გამარჯვებულმა ძალებმა (ოპოზიცია არ შეიძლება ერქვას), კონკრეტული გეგმები დადონ, ასე ვთქვათ ნაბიჯ-ნაბიჯ, რომ გარეთ იყოს პროტესტი ძლიერი, იყოს ასევე პოლიტიკურო პროცესი, იყოს დასავლეთთან აწყობილი ურთიერთობა ნორმალურად, რომ გამოვხატოთ ჩვენი ამომრჩევლის ის ხმა, რომელიც ჩვენ მოგვცეს,“ - განაცხადა ხაზარაძემ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტიები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×