რეზონანსი
10.12.2024

ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება - თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.

„სანქციებთან დაკავშირებით გაუთავებლად გვესმის მუქარა. შემიძლია ვთქვა, რომ იმას, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად ვიზალიბერალიზაციას, დარწმუნებული ვარ, არანაირი სანქცია არ შეეხება. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ინდივიდუალური სანქციები დააწესოს, ეს პრობლემა არ არის. ბევრჯერ გვითქვამს, რომ „ქართული ოცნების" ნებისმიერი წარმომადგენელი, ვინც თავისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, თუ ამის გამო დასანქცირდება პერსონალურად, ეს ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. მთავარია, ეს არ შეეხება მოსახლეობას და ამ თვალსაზრისით არანაირ სანქციებს არ ველოდებით. დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი სტრუქტურები, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სანქციებთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება", - განაცხადა გიორგი კახიანმა

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×