რეზონანსი
10.12.2024

გიორგი გამსახურდია ეხმიანება „მთავარი არხის“ ინფორმაციას, რომლის მიხედვით ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნისა და მისი ინაუგურაციის შემდეგ, „ოცნება“ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და კომენდანტის საათის მიღებას აპირებს და ამას მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს. ზემოთ ხსენებული რეალურად პარლამენტსაც შეუძლია და დეზინფორმაცია მხოლოდ პროტესტის მუხტის აწევას ემსახურება.

„მორიგი დეზინფორმაცია. ერთი რომ ეგ ამბავი პარლამენტსაც შეუძლია, მეორე ის რომ მუხტი უნდათ აწიონ, მესამე რომ აი იმხელა ძალა ვართ, რომ კომენდანტის საათი გვჭირდებაო. კომენდანტი კი არა, უკვე საპატრულოს ეკიპაჟებიც გყოფნით. ეგ საკენკი, სხვაგან ძმებო“, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×