![](rubrics/rubs37/artc218209/a1733777897.jpg)
ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკლულია ოთხი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, ყველა გარდაცვლილი თურქეთის მოქალაქეებია.
ადგილობრივების ცნობით, ურთიერთშელაპარაკება ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქეები ხელვაჩაურში ქირით ცხოვრობდნენ.
“ხელვაჩაურში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ფაქტი მოხდა, საერთო ბიზნესი და წილები ვერ გაიყვეს უთანხმოება მოუვიდათ, ბიზნესის გამო, ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა მკვლელობა”, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ambebi.ge