რეზონანსი
09.12.2024

ბოლო 12 დღეში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ ყველა ზომა მაგიდაზეა, ეს მათ შორის მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, არსებობს ვარიანტი, რომ მიღებული იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა.

„ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები. არსებობს ვარიანტი, რომ მიღებულ იქნას კონკრეტული კატეგორიის ტიპის პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა. ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვსურს მოსახლეობის დაზიანება. ჩვენ არ გვსურს ხალხის დასჯა, რომლებიც ევროპული ღირებულებისადმი მათი ერთგულებისთვის მანიფესტირებენ, რომლებიც თბილისის და ბევრი სხვა ქალაქის ქუჩებში დგანან, აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, წევრი სახელმწიფოები ამას გადაწყევეტენ ორშაბათს“, – განაცხადა ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×