რეზონანსი
09.12.2024

ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის დის­შვი­ლი ანო მა­ი­სუ­რა­ძესა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მიმართვას აქვეყნებს, რომელმაც აზრთა დიდი სხვადასხვაობა გამოიწვია:

„ამა­ზე უა­რე­სი რა უნდა მოხ­დეს? ვკვდე­ბით, რო­გორც ქვე­ყა­ნა!

პო­პუ­ლის­ტო ბუ­ლე­რე­ბო, ას­ქ­რო­ლეთ.

წელს, ჩვენ­მა ოჯახ­მა, დავ­კარ­გეთ ზურა! დიახ, ზუ­რას გერ­მა­ნი­ა­ში მკურ­ნა­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა. ამის­თვის პი­რა­დად მი­ი­ღო ჩვე­ნი ოჯა­ხის­გან მად­ლო­ბა, მა­ნაც და ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­მაც, ვინც ამ პრო­ცეს­ში დაგ­ვეხ­მა­რა. სამ­წუ­ხა­როდ, დავ­მარ­ცხდით ამ ბრძო­ლა­ში. დიახ, ჩემი სა­ხალ­ხო პაპა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თავს ვალ­ში გრძნობ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან, 90-ია­ნებ­ში რომ სული არ გაგ­ვძვრა შიმ­ში­ლით.

ცხა­დია, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან არც დი­ა­ლოგ­ში და მი­თ უ­მე­ტეს არც პო­ლე­მი­კა­ში ვა­პი­რებ შეს­ვლას, ვინც გივი ბე­რი­კაშ­ვილს ჩირ­ქს პო­ლი­ტი­კის გამო სცხებს.

რა თქმა უნდა, სხვის ნაც­ვლად სა­უ­ბა­რი სი­სუ­ლე­ლეა, მი­თ უ­მე­ტეს, რომ არ­ც ერ­თი ცო­ცხა­ლი აღარ მყავს, მაგ­რამ მთე­ლი გუ­ლით მინ­და მჯე­რო­დეს და მჯე­რა, რომ დღეს ზურა და გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლე­ბი ხალ­ხის მხა­რეს იდ­გე­ბოდ­ნენ! დაგ­მობ­დნენ ამ არა­ა­და­მი­ა­ნო­ბას და იმ სიყ­ვა­რულს რაც ხალ­ხს მათ მი­მართ ჰქონ­და და აქვს, გულ­წრფელ, მა­მაც და პატ­რი­ოტ ადა­მი­ა­ნებს ერთი ასად და­უბ­რუ­ნებ­დნენ. არ ვი­ყი­დე­ბით! კი­დევ ერთხელ და მრა­ვალ­ჯერ მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც სა­კუ­თარ თავ­ში გმი­რი იპო­ვა", - დაწერა ანო მა­ი­სუ­რა­ძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×