რეზონანსი
08.12.2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, აქტივისტ რევაზ კიკნაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობისა დაა მონაწილეობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატის განცხადებით, პოლიციელები აქტივისტს აიძულებდნენ, ცრუ ჩვენება მიეცა.

„ლისზე აიყვანეს და იქ იძალადეს მასზე. პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ახლა ტრაქტორს მოვიყვანთ, ამოვთხრით და დაგმარხავთ აქ. ყველაფერი თქვი, დაასახელე ადამიანები. ვიცით, რომ ყოველდღე 500 ლარს გიხდიდნენ. ეს ყველაფერი უნიღბო პოლიციელებმა ჩაიდინეს და მათი იდენტიფიცირება მას შეუძლია", - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტი, რევაზ კიკნაძე უკვე მესამე დღეა შიმშილობს, მას დღეს სხდომათა დარბაზში სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×